-
2020-03-28 12:34
თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში-ამის შესახებ პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ის, რაც უკვე გაკეთდა, ეს ყველაფერი იყო შიდა გადაცემის პრევენციისთვის. ახლა ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზეა უკვე დამოკიდებული. თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში. აი ეს არის დღეს, მეტი აღარაფერი. დღეს არის მთავარი რა? რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოთ, საქართველოს ყველა მოქალაქემ, ყველა ადამიანმა ქვეყნაში - დღეს უკვე იმ ეტაპზე შევდივართ, რომ თუ ჩვენ არ დავრჩებით სახლში, ინფექცია არ გაჩერდება“, - განაცხადა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა.