
ჩილეს სანაპიროსთან მყოფ საკრუიზო ხომალდზე კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გემის ეკიპაჟის განცხადებით, კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდგინდა, 130-ს კი გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. გემი 2 კვირის წინ ჩილეს ერთ-ერთ პორტში შევიდა და მას შემდეგ ის არც ერთ მგზავრს არ დაუტოვებია.