
ნიუ-იორკის პოლიციის 512 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყანაში COVID-19-ის 86 012 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1300-მდე ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.