„ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქცია ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე მკვიდრდება

Image

სს “ქართული ლუდის კომპანია” აგრძელებს საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების ზრდას, 2014 წელს კომპანია მიზნად ისახავს აქტიურად შევიდეს ახლო აღმოსავლეთის მსხვილ ბაზარზე.

 

ამ მიზნით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართულ გამოფენა G Gulfood EXPO 2014-ზე წარმოდგენილ იქნა ზედაზენის პროდუქცია.

 

GGGG Gulfood EXPO არის მსოფლიოში კვების და სასმელი პროდუქტების ყველაზე მსხვილი გამოფენა, სადაც ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს ყველა კონტინენტის უმსხვილესი მწარმოებლები.

 

GGGG Gulfood EXPO არის ერთერთი მაღალბიუჯეტიანი პროექტი მსოფლიოში, სადაც ძალზე რთულია მონაწილეობის უფლების მიღება. გამოფენას საფუძველი ჩაეყარა 15 წლის წინ, დუბაიში და ბოლო წლებია მან ყველაზე მასშტაბური პროექტის იმიჯი დაიმკვიდრა.

 

“ზედაზენის” პროდუქციით არაბულ საემიროებში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლები დაინტერესდნენ. აქამდე არაბული საემიროებისათვის აღიარებული იყო მხოლოდ ფრანგული, კანადური, იტალიური და სხვა ევროპული ქვეყნების სასმელების ხარისხი, ხოლო ქართული სასმელების სტანდარტზე უმრავლესობა არ ფლობდა ინფორმაციას.

 

ს.ს. “ქართული ლუდის კომპანიის” მიერ ჩატარებულ დეგუსტაციებში ათასობით ადგილობრივმა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა. დღეს უკვე სს “ქართული ლუდის კომპანიას” აქვს მრავალი შემოთავაზება არაბეთის საემირობიდან. უახლოეს მომავალში გაფორმდება ხელშეკრულება აბუ დაბის მსხვილ სადისტრიბუციო ქსელთან, რომელიც განახორციელებს ზედაზენის პროდუქციის ექსპორტს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.

 

zedazeni-arabeti.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !