-
2014-03-05 14:36
დაახლოებით 35 შეიარაღებული პირი შეიჭრა გუშინ საღამოს ყირიმის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში. არათანაბარი დაპირისპირების შემდეგ, შეიარაღებული პირები ცეცხლის გახსნით იმუქრებოდნენ.
ადგილზე იმ დროისათვის 15 მესაზღვრე მორიგეობდა, რომელთაგან 7 ქალი იყო. როგორც სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახური იტყობინება, ადგილზე მივიდა სასაზღვრო სამსახურის უფროსი და ჯგუფი , რომელბმაც რუს სამხედროებთან გამართეს მოლაპარაკება.
მოლაპარაკებების შემდეგ საგუშაგომ განაახლა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა. ,,ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აზოვი-შავი ზღვის რეგიონული სამმართველოს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე მუდმივად ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, კერძოდ:
მესაზღვრეებს ემუქრებიან ფიზიკური ძალის გამოყენებით, ემუქრებიან და აშანტაჟებენ მათ. მიუხედავად ამისა, შემადგენლობა არ ტოვებს ადგილს, არ ყრიან იარაღს, იცავენ სახელმწიფო საზღვარსა და რჩებიან უკრაინელი ხალხისათვის მიცემული ფიცის ერთგულნი“- ნათქვამია უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.