ყირიმში "Ночные волки"-ს ლიდერი ჩავა

Image

ყირიმს ბაიკერთა კლუბ "Ночные волки"–ს („ღამის მგლები") ლიდერი, ალექსანდრ ზალდოსტანოვი ეწვია, ეს უკანასკნელი ცნობილია მეტსახელით „ქირურგი“.

ზალდოსტანოვი ყირიმის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მომავალ კვირას ნახვარკუნძულს სხვა ბაიკერებიც ესტუმრებიან. ისინი უკრაინელებს ტანსაცმელსა და წამლებს ჩაუტანენ.

 

ამასთანავე, კიდევ ერთი მასშტაბური აქცია ჩატარდება მოსკოვში კვირა საღამოს. აქციის ლოზუნგი იქნება: „უკრაინის მხარდაჭერა, კიევის ძალაუფლების ხელში ჩამგდებთა წინააღმდეგ“.

 

აქცია ადგილობივი დროით 17:00 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეები პუშკინის მოედნიდან სახაროვის გამზირამდე მსვლელობას მოაწყობენ. ამის შესახებ ტელეკომპანია „როსია 24“ იუწყება. 

 

„Ночные волки“ ცნობილია, როგორც რუსეთში ჯერ კიდევ სსრ კავშირის არსებობის დროს, 80–იანი წლების ბოლოს აღმოცენებული ბაიკერების ჯგუფი, რომლებიც თავიანთ თავს არა ბაიკერებს, არამედ „რუს მოტოციკლისტებს“ უწოდებენ. ამ ჯგუფთან რუსეთსა და უკრაინაში არაერთი კრიმინალური ფაქტია დაკავშირებული, ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება კი მათ პირდაპირ „კრიმინალებად“ და „ქილერებად“ მოიხსენიებს.

 

ცნობილია ასევე, რომ „Ночные волки“ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული დაჯგუფებაა. ისინი თავიანთ თავს რუსეთის ისტორიისა და ტრადიციების დამცველებად მიიჩნევენ და თვლიან, რომ მათი ერთობა მართლმადიდებლობის პრინციპებს ეფუძნება, თუმცა, მაგალითად კიევში ყოფნისას მათი მხრიდან მკერდშიშველი ქალების შემოსმამ მოტოციკლებზე ორთოდოქსი მრევლის განრისხება გამოიწვია.

 

„Ночные волки“ სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, შარშან, საქართველოშიც იმყოფებოდნენ. მათმა ლიდერმა განაცხადა, რომ საქართველოში მიწვევა მათ კიევში საქართველოს პატრიარქის ვიზიტის დროს, საპატრიარქოსგან მიიღეს, თუმცა, საქართველოს საპატრიარქომ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ რუსი ბაიკერების ჯგუფი საქართველოში ოფიციალურად არ მოუწვევიათ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !