
მას შემდეგ, რაც ია ფარულავასა და ტარიელ სუარის სკანდალური დაცილების მიზეზად ამ უკანასკნელმა ვინმე „მიშა პარიკმახერი“ დაასახელა, ამ პერსონის მიმართ სოციალურ ქსელში ინტერესი გაიზარდა. სუარის მიერ მოხსენიებული „პარიკმახერის“ მცირე კომენტარი „პრესა,ჯი“–მ ჩაიწერა.
გამოცემა წერს:
„სანამ ცოლ-ქმარი საქმეებს სოციალური ქსელით არჩევს, სრულიად ქართული შოუბიზნესი მიშას თავს დამტყდარ გაუგებრობაზე ხალისობს. მიშა ხომ ყველასთვის საყვარელი სტილისტი თუ არა, მეგობარი მაინც არის. ის უკვე საშიშ "ოჯახების მნგრეველად" იქცა.
მამულიჩამ წინასწარ თავი დაიზღვია და მიშას თხოვნით მიმართა: "ძალიან გთხოვ, ლელასთან არ გააბა მიმოწერა". ამ ამბავზე სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი, სალომე ღვინიაშვილი, ინგა გრიგოლია, ქრისტინე იმედაძე და სხვებიც ხალისობენ“.
თავად მიშა გასიტაშვილი ტარიელ სუარის მიერ გავრცელებულ ხმებს უარყოფს და აცხადებს, რომ ია ფარულავასთან არანაირი მიმოწერა არ ჰქონია:
მიშა გასიტაშვილი: პასუხებს ვერ გაგცემთ ვერაფერზე, რადგან ამ სასაცილო თემაზე არ მინდა არანაირი კომენტარის გაკეთება. Facebook-ზეც ვხალისობ, აბა, რა უნდა ვქნა, არ ვიხალისო? ახლა არ გიმესიჯო და არ დაგინგრიო ოჯახი
- მართლა გქონდათ მსგავსი მიმოწერა შენ და იას?
- არა, რა სისულელეა. მორჩა, მეტს აღარაფერს ვამბობ, თორემ დაგიმესიჯებთ და ნახავთ, რომ დაგენგრევათ ოჯახი. ამიტომ შემეშვით, გკოცნით, პაკა.“