
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რამდენიმე დღეში კიდევ ელოდებიან პაციენტების გამოჯანმრთელებას. ამის შესახებ მან ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"თქვენ იცით, რომ 24 საათში ზედიზედ ორჯერ უნდა ჰქონდეს უარყოფითი კოროანვირუსზე ტესტი. მე არ მინდა, რომ შევცდე, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ მომავალ 3-4 დღეში ჩვენ გვეყოლება კიდევ გაჯანმრთელებული ადამიანები", — განაცხადა მან.
მისი განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაშია 1 781 ადამიანი, კარანტინში — 1 575. თვითიზოლაციიდან უკვე გამოვიდა 191 პირი.