
კორონავირუსის პრევენციისთვის რუმინეთში მყოფი ქართველი სამხედროები სამშობლოში დააბრუნეს.
სამხედროები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო
ჰოსპიტლის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, სადაც ისინი ორი კვირის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის
მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.
20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 43 ადამიანს დაუდასტურდა.