
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „სლავუტიჩის“ ეკიპაჟმა 4 მარტს შეიარაღებული პირების შეტევა მოიგერია.
„შეიარაღებული პირები საბუქსირე ნავით მივიდნენ ხომალდის ბორტთან, მაგრამ ეკიპაჟმა ისინი მოიგერია. იყო მცდელობა, აბორდაჟის მეშვეობით აეღოთ ხომალდი, ხელში ჩაეგდოთ იქ არსებული იარაღის არსენალი და აეყბანათ ეკიპაჟის წევრები“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტის ხომალდები ამ დრომდე აგრძელებენ ყირიმში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მცურავი საშუალებების ბლოკირებას.
„ყველა ის ნაწილი და ხომალდი, რომელიც დისლოცირებულია ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ეკუთვნის უკრაინას, ასრულებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბრძანებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.