არ მიიღოთ იბუპროფენი COVID-19-ის სიმპტომებისას — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური რეკომენდაცია

Image

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურ რეკომენდაციას იძლევა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც COVID-19-ის სიმპტომები აღენიშნებათ, არ მიიღონ იბუპროფენი. რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობას იგივე ურჩია საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელიც შიშობდა, რომ ანთების საწინააღმდეგო ამ საშუალებამ შეიძლება, ვირუსის ეფექტები გააუარესოს.

 

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივერ ვერანის გაფრთხილება ეფუძნებოდა სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ უახლეს კვლევას, რომლის მიხედვითაც, ფერმენტები, რომლებსაც აძლიერებს ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის იბუპროფენი, შეიძლება პირიქით, ხელს უწყობდეს COVID-19-ის ინფექციას.

ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხზე დამატებითი რეკომენდაციების შემუშავებაზე ორგანიზაციის ექსპერტები ამჟამად მუშაობენ.

„თუმცა, გირჩევთ, მანამდე გამოიყენოთ პარაცეტამოლი და არა იბუპროფენი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია“, — აღნიშნა ლინდმაიერმა.

მისივე თქმით, თუკი ექიმები იბუპროფენს მაინც დაუნიშნავენ პაციენტებს, ეს მათზეა დამოკიდებული.

ლინდმაიერის კომენტარამდე, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ იბუპროფენისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენება შეიძლება „დამამძიმებელი ფაქტორი“ იყოს COVID-19-ის ინფექციის დროს.

„სიცხის შემთხვევაში, დალიეთ პარაცეტამოლი“, — წერს ვერანი.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს იმასაც, რომ პაციენტებმა, რომლებმაც ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები უკვე მიიღეს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

გარდა ამისა, პარაცეტამოლის მიღება უნდა მოხდეს მკაცრად რეკომენდებული დოზით, რადგან გადაჭარბებით მიღებამ შეიძლება, ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს.

აღსანიშნავია, რომ იბუპროფენის გამოყენების შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო შეშფოთებას ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე გამოთქვამდა, რადგან ეს პრეპარატი, რომელიც სხვადასხვა ბრენდული სახელით გამოდის (ნუროფენი, ადვილი და ა. შ.) იწვევს „სერიოზულ ინფექციურ გართულებებს“.

ნუროფენის (იბუპროფენი) მწარმოებელი ბრიტანული კომპანია Reckitt Benckiser-ის წარმომადგენელი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სიტუაციის შესახებ მათ ინფორმაცია უკვე აქვთ და ამჟამად აქტიურ კვლევებს აწარმოებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის წამლების სააგენტოსთან და სხვა უწყებებთან ერთად.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

 

 

 

 


წყარო

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?