
საქართველოში მცხოვრები მიუსაფარი ბავშევბისათვის დასარიგებელ ჰუმანიტარულ დახმარებას ყიდიდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი ავრცელებს.
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჩადენის ფაქტზე, დაკავებულია ლია მარგიშვილი.
საერთაშორისო ორგანიზაცია „სამარიტანს პურსე“ საქართველოში მცხოვრები ობოლი და მიუსაფარი ბავშვებისათვის უსასყიდლოდ დასარიგებლად, ყოველწლიურად აგზავნის ჰუმანიტარულ საჩუქრებს, რომლის მიღებაც და უსასყიდლოდ განაწილება ხელშეკრულების საფუძველზე ევალება საქართველოში რეგისტრირებულ ააიპ „კეთილი სამარიელი საქართველოში“ თავმჯდომარეს, მერაბ ორაგველიძეს.
მერაბ ორაგველიძემ ობოლი და მიუსაფარი ბავშვებისათვის დასარიგებელი ტვირთი გადასცა მოქალაქე ლია მარგიშვილს, რომელიც შემოსავლის მიღების მიზნით, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, ახდენდა აღნიშნული ტვირთის რეალიზაციას სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე
ლია მარგიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1-დან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.