
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ წინასწარი გამოძიების საფუძველზე ყირიმის საზღვაო ძალების ყოფილი მეთაურის დენის ბერეზოვსკის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად სცნო.
ბერეზოვსკიმ, უგულებელყო უკრაინის ხელისუფლებისა და თავდაცვის მინისტრის მითითება და ყირიმის საზღვაო არმიას რუსეთის ჯარის შეტევისას დანებების ბრძანება მისცა, რაც უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დანაშაულია და ითვალისწინებს 111-ე მუხლის პირველ ნაწილს (ღალატით),- ამის შესახებ უკრაინის მთავარი პროკურატურის პრესცენტრი იუწყება.
,,ბერეზოვსკიმ საკუთარი უფლება-მოვალეობის შესრულებისას, როცა ის მსახურობდა უკრაინის საზღვაო ძალების მეთაურად, 2014 წლის 2 მარტს, დაარღვია სამხედრო ფიცი და არ დაემორჩილა უკრაინის ხელისუფლების კანონიერ მითითებებს, მათ შორის თავდაცვის მინისტრ იგორ ტენიუხას ბრძანებას,“- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
ამის გამო ბერეზოვსკი გადააყენეს და დაიწყო გამოძიება. წინასწარი გამოძიების საფუძველზე კი მას ბრალად ედება უცხო ქვეყნის სასარგებლოდ უკრაინაში დივერსიული საქმიანოა, რაც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლინობასა და ხელშეუხებლობას.
უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ამ დანაშაულისთვის მას ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ელის.