
"მე არ მაქვს უფლება, ეჭვქვეშ დავაყენო ბატონი ვახტანგის გამოცდილება და მისი კომპეტენცია, მაგრამ ამასთანავე, უფლება მაქვს, ვენდო, მაგრამ შევამოწმო", - ამ სიტყვების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ ექსპერიმენტი ჩაატარა.
ექსპერიმენტის ჩატარებისა და ვიდეოზე მისი გადაღების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც "ქართული ოცნების" წევრმა, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ მარკირების მოსაშორებლად "ნაციონალური მოძრაობა" "კოკა კოლას" იყენებდა:
"საკმარისია, "კოკა-კოლით" გაიწმინდო და მორჩა, მარკირება გამქრალია", - განაცხადა ხმალაძემ.
რა შედეგი მიიღო გოგა ხაჩიძემ ექსპერიმენტის შემდეგ, იხილეთ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე.