
ქართველმა მამაკაცმა მოსკოვში მეგობარი ქალი მოკლა და ცხედარი მანქანით პოლიციაში მიიტანა,- ინფორმაციას, რუსული გამოცემა ,,ნოვაია გაზეტა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობას მოსკოვის საგამოძიებო სამსახურშიც ადასტურებენ.
როგორც ოფიციალური წყარო იუწყება, მოკლული ქალი უზბეკია და ის დანით არის მოკლული.
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ მკვლელობის ჩადენის შემდეგ თავად დარეკა პოლიციაში, დანაშაულის ჩადენის შესახებ შეტყობინება დატოვა და ისიც დაამატა, რომ ცხედარს მათთან თვითონ მიიტანდა.
მან მოკლულის გვამი მანქანაში ჩაასვენა და პოლიციის განყოფილებაში მივიდა.