
რადიო „დარდიმანდმა“ ქუთაისელ რადიოს მოყვარულებს სიურპრიზი მოუმზადა: 3 მარტიდან ამ რადიოს მოსმენა უკვე იმერეთის რეგიონშიცაა შესაძლებელი.
ქუთაისელებს რადიო „დარდიმანდის“ მოსმენა მოკლე ტალღის საშუალებით, FM 105.0 სიხშირეზე შეეძლებათ. ამავე სიხშირეზე რადიოს მოსმენა გურიის რეგიონის ნაწილის მოსახლეობასაც შეუძლია.
როგორც ყველა მის ერთგულ მსმენელს, რადიო „დარდიმანდი“ ქუთაისელ მუსიკის მოყვარულებსაც მხიარულ განწყობას ჰპირდება.