-
2014-03-04 15:05
Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, სადაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების მონაცემებია ასახული, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მონაცემები 41 პუნქტით გაუარესდა.
გამოცემის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში 270-ე ადგილზეა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 229-ე ადგილს იკავებდა.
2014 წლის რეიტინგის მიხედვით ბიძინა ივანიშვილის ქონება 5,2 მილიარდი დოლარია, მაშინ როდესაც 2013 ივანიშვილი 5, 3 მილიარდ დოლარს ფლობდა, ხოლო 2012 წელს კი ივანიშვილი 6, 4 მილიარდი დოლარის ქონების მფლობელი იყო.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43