-
2013-06-09 05:18
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბლისის აეროპორტში, ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ჩამოსვენების ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად სამგლოვიარო სამკერდე ნიშნით მივიდა.
პრეზიდენტთან ერთად ცერემონიალში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის მინისტრი და მთავრობისა თუ საპარლამენტო უმცირესობის წევრები.
დამხვდურებს შორის არ იყო პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ცერემონიალზე მისი არდასწრების მიზეზი ჟურნალისტებისთვის უცნობია, რადგან ოფიციალური განმარტება პრესისთვის არ გაკეთებულა.
წითელი ყაყაჩო შავი ლენტით, რომლითაც პრეზიდენტი ცერემონიალში მონაწილეობდა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შემოღებული სიმბოლოა და საქართველოსთვის დაღუპულთა ხსოვნის გამომხატველია.
სიმბოლოს, რომელიც „პრაიმტაიმმა“ შემოიღო, 2008 წლის ომის შემდეგ იყენებდნენ როგორც ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, ასევე საქართველოს ისტორიის მანძილზე ქვეყნისთვის დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად. ბოლოს სიმბოლო საქართველოში გამოიყენეს 2012 წლის აგვისტოში, გლოვის კვირეულის აღსანიშნავად.