
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის ბოლო 24 საათში კარანტინში 10 ადამიანი გადაიყვანეს.
"თბილისიდან, ასევე კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის და იმერეთის რეგიონიდან 10 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს იძულებით საკარანტინო ზონაშია მოთავსებული", — წერია უწყების განცხადებაში.
ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით ჯამში 22 ადამიანია გადაყვანილი