
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს მსხვილი სუპერმარკეტებისა და ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა.
“მომარაგების თვალსაზრისით შეფერხება არ არის. ჩვენ შევზღუდეთ მგზავრების შემოსავლა ქვეყანაში, მაგრამ რაც შეეხება სასაქონლო მარაგებისა და ტვირთების შემოსვლას, ამას ყველანაირად ხელს ვუწყობთ და ამაზე რეგიონის ქვეყნები ვართ კოორდინაციაში. ამდენად, წუხილის საფუძველი არ არსებობს – მაღაზიები მარაგდება ჩვეულებრივ რეჟიმში, ძალიან ხშირად ივსება მათი საწყობები, საქონლის, მათ შორის, პირველადი მოხმარების პროდუქციის მიწოდება ხდება უწყვეტად და ხარვეზების გარეშე,“ – განაცხადა მინისტრმა.
აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.