
არც ერთი სამხედრო ნაწილი, არც ერთი გარნიზონი ან ხომალდი არ დამორჩილებია ულტიმატუმს, რომელიც რუსმა სამხედროებმა წაუყენეს იარაღის დაყრისა და კრიმის თვითგამოცხადებული ხელისუფლების ერთგულების ფიცის დადების შესახებ.
ამის შესახებ სევასტოპოლში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სამეთაურო პუნქტი იტყობინება.
ცნობაში ასევე აღნიშნულია, რომ არ აღრიცხულა დეზერტირობის არცერთი შემთხვევა ყირიმში, უკრაინელი სამხედროების მხრიდან, გარდა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი მეთაურის დენის ბერეზოვსკის ღალატისა.
საზღვაო ძალების წარმომადგენლობაში ასევე აცხადებენ, რომ მიუხედავად დაძაბული ღამისა, არცერთ სამხედრო ნაწილზე არ განხორციელებულა შტურმი ან თავდასხმა, თუმცა, დაძაბულობა ამ დრომდე შენარჩუნებულია, რადგან სევასტოპოლისა და სიმფეროპოლის გარნიზონების წინ პრორუსულად განწყოცილ აქტივისტთა რიცხვი მატულობს.