
ჩინეთის ფუჯიანის პროვინციაში გუშინ 5 სართულიანი სასტუმრო ჩამოინგრა, სადაც ათობით პირი კორონავირუსის გამო კარანტინს გადიოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნანგრევებიდან სულ 42 ადამიანია ამოყვანილი, მათ შორის ოთხი გარდაცვლილი და ხუთი მძიმედ დაშავებული.