ქართველი ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სამძიმარს იღებს

Image

ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო საქართველოსა და ქართველ ხალხს მიუსამძიმრეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ.

"ძალიან დამამწუხრა დღეს ავღანეთში შვიდი მამაცი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვამ. ჩემი ქვეყნის სახელით გულწრფელად თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, აგრეთვე ქართველ ხალხსა და სახელმწიფოს. ამ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ, რადგან ისინი ძლიერები არიან; იბრძვიან თავდაუზოგადავად და უშიშრად, ყველაქართველისათვის დამახასიათებელი სიმამაცითა და გმირობით; იბრძვიან ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ავღანეთის ჯარის მხარდამხარ, როგორც მათი ტოლ-სწორნი, მეგობრები და ძმები; იბრძვიან ჩვენი საერთო ღირებულებების დასაცავად“, - ნათქვამია აშშ-ის ელჩის სამძიმრის წერილში.

„ღრმა მწუხარებით ვუცხადებ თანაგრძნობას ქართველ ხალხს იმ დანაკარგისთვის, რომელიც დღეს განიცადეს. საშინელებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ეს ხდება ამასწინანდელი მსხვერპლიდან ცოტა ხანში. სრულ სოლიდარობას გიცხადებთ ნატოსგან", - წერს ჯეიმს აპატურაი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

ასევე, სატელეფონო საუბარში საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას სამძიმარი გამოუცხადეს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ,  ჯეიმს აპატურაიმ და ევროპის გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ფილიპ მარკ ბრიდლავმა, რომლებმაც ღრმა მწუხარება გამოთქვეს მომხდარი ტრაგედიის გამო და 7 ქართველი დაღუპული გმირის ოჯახებს მიუსამძიმრეს.


თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !