
საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გაავრცელა.
"შემატყობინეს, რომ დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც იყო ჩვენს კლინიკაში. ამჟამად კლინიკაში სულ 13 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან სამი არის პიროვნება, რომელიც კონტაქტში იყო იმ პირთან, ვინც იტალიაში დაინფიცირდა. ნიკა გამყრელიძეც ამ სამ პირთაგან ერთ-ერთია", — თქვა თენგიზ ცერცვაძემ TV პირველის ეთერში.
ინფექციურ საავდმყოფოში ამჟამად 50 პაციენტი წევს, რაც თენგიზ ცერცვაძის თქმით, რეკორდული ციფრია. კიდევ ერთი ინფიცირებული პაციენტი სხვა კლინიკაშია მოთავსებული.