
იტალიელი პოლიტიკოსი, დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ნიკოლა ზინგარეტი კორონავირუსით დაავადდა.
ამის შესახებ მან ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
ზინგარეტიმ, რომელიც აგრეთვე ცენტრალური იტალიური პროვინციის, ლაციოს პრეზიდენტია, დაარწმუნა თავისი გამომწერები და მეგობრები სოციალურ ქსელზე, რომ იგი კარგად გრძნობს თავს, თუმცა სახლში დარჩენას აპირებს გარკვეული ხნით. მან ყველას გამბედაობა და სიმამაცე უსურვა ვიდეო მიმართვაში.