
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ,ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
“მეგობრებო,
როგორც გუშინ უკვე გახდა ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონა ვირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი გადავედით თვით იზოლაციის რეჟიმში. კონტაქტიდან გამონდინარე და იქიდან გამონდინარე რომ გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებულ რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი რომელმაც დაადასტურა რომ ვარ დაინფიცირებული კორონა ვირუსით."-წერს გამყრელიძე