
ფოთის პორტში 6 მარტს მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემი შევიდა, რომლის ეკიპაჟის წევრებსაც ხმელეთზე გადმოსვლა აეკრძალათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ ერთ-ერთ მეზღვაურს სიცხე აქვს, თუმცა კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნება.
სააგენტოში ამბობენ, რომ მეზღვაური გემზე 2019 წლის 22 ივნისიდან იმყოფება. მათივე განმარტებით, წინა ნავსადგურის დატოვების დროს კი მას ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ იქნა დადასტურებული.
"დილის 10:10 საათზე გემზე ავიდა საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური სამსახურის ექიმი საჭირო ეკიპირებით, რომელმაც გასინჯა მეზღვაური და მისი განმარტებით სიმპტომები არ იძლევა ახალი კორონავირუსის დიაგნოზის დასმის საშუალებას. პაციენტს დაენიშნა მკურნალობა და აეკრძალა ხმელეთთან კავშირი. სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა ასევე ეკიპაჟის დანარჩენ 19 წევრს", — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.