
კორონავირუსის საფრთხის გამო, ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების შეხვედრა გადაიდო.
როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება, ხორვატიის ელჩი შეხვედრაზე დასასწრებად ვერ მივიდა,
რადგან მას ვირუსით დაავადებულ პირთან კონტაქტი ჰქონდა. საუბარია ევროპული საბჭოს თანამშრომელზე,
რომელსაც მანამდე ვირუსი დაუდასტურდა.
ევროპული საბჭოს თანამშრომელს კორონავირუსის დიაგნოზი 4 მარტს დაუსვეს. დღეს ცნობილი გახდა,
რომ ინფიცირებულია მისი კიდევ ერთი კოლეგა.