
რუსეთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ
რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ინფიცირების 5 შემთხვევა მოსკოვში, 1 კი ნიჟნი ნოვგოროდში დაფიქსირდა.
ექვსივე ახალი შემთხვევა იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება. პაციენტების მდგომარეობა ამ
დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ექიმები შესაძლო გართულებას არ ელოდებიან.