
კორონავირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებლმა 100 ათასს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით,
მსოფლიოს მასშტაბით COVID-19 დაუდგინდა 100 162 ადამიანს. ამათგან 55 ათასი გამოჯანმრთელდა,
3 406 კი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა.
დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთშია — 80 559. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 150
ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილთან რიცხვმა კი 3 042-ს მიაღწია.
სამხრეთ კორეაში 309 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში 6 593-ს მიაღწია. 42 ადამიანი
COVID-19-ის შედეგად გარდაიცვალა.
ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 1 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ქვეყანაში
4 747 შემთხვევაა კორონავირუსის. გარდაცვლილთა რიცხვი კი 124-მდე გაიზარდა.