
ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ტელეკოპნიას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის
ნიკა გვარამიას გაკეთებულ შეფასებას გადაცემა “მთავარ აქცენტებში”.
„ის რაც ბატონმა ნიკა გვარამიამ იკადრა ჩემს მიმართ, გუშინ ღამე, პირადა ჩემს მიმართ…
მე მიჩვეული ვარ ტალახის სროლას. იმიტომ რომ დიდი გზა მაქვს გავლილი . ძალიან ტოლერანტული ვარ .
იმიტომ რომ ვიცი, ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ამ დროს შეიძლება ტალახიც გესროლონ. ძალიან ცუდია,
როცა ამას დაუმსახურებლად გიკეთებენ ამას. ბევრი ტალახი ისროლა გუშინ, პირადა მან.
მადლობა მინდა ვუთხრა იმ ექიმებს ვინც იქ იჯდა ისინი არინ მაღლი პროფესიონალები. არ შეიძლება
ყველაფერი პოლიტიკური კონიუქტურის ნიშნით გამოიყენო” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.