
საქართველოში კორონავირუსის პირველი შენთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის
მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დაადასტურა. მინიტრმა ამ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა.
"ცოტა ხნის წინ ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსრიდა. ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს რომელიც აზერბაიჯანის გავლით საქართველოში გუშინ შემოვიდა ირანიდან. ის გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
მებაჟეები საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილნი და კონტროლის ქვეშ იმყოფებიან.