
“ამ დრომდე და აქამდე კორონავირუსის შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა! – ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს პრესამსახურის ხელმძღვანელი ,გიორგი ბენიძე სოციალურ ქსელში წერს.
“გთხოვთ, იქონიოთ ელემენტალური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა – ნუ ავრცელებთ ჭორებს და აბსურდულ
ვერსიებს… სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით
პაციენტი არ გვყოლია, ახლაც არ გვყავს და ნურც ვინატრებთ ამ ვირუსის დაფიქსირებას…. ძილი ნებისა ერო”- წერს გიორგი ბენიძე.
ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 13 პაციენტია მოთავსებული.