
თბილისის მერიამ ISUZU-ს მარკის 40 ახალი ე.წ. მწვანე ავტობუსი ჩამოიყვანა.
"ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში უნდა იყოს
ყველაზე სწრაფი, უნდა იყოს ყველაზე კომფორტული. პარალელურად, ჩვენ ვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას,
რომ ის ქუჩები სადაც შევდივართ რეაბილიტაციისთვის, ყველგან გათვალისწინებული იყო სპეციალური ზოლები
ავტობუსებისთვის", — განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, იგეგმება 12 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა.