თურქეთში, ვანის პროვინციაში ზვავს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
ზვავი ბაჰჩესარაის რაიონში, ბაჰჩესარაი-ვანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ჩამოწვა.
წამოსულმა თოვლმა მიკროავტობუსი და თოვლსაწმენდი მანქანა მოიყოლა.
ორ პირს მაშველები ახლაც ეძებენ.