-
2019-12-11 16:07
პრეზიდენტის რეზიდენციასთან „სამოქალაქო მოძრაობის“ აქტივისტებმა აქცია გამართეს.
ისინი მოითხოვენ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ მოიხადოს ბოდიში.
აქციის მონაწილეებს გიორგი ანწუხელიძის ფოტოები ჰქონდათ გამოტანილი. ასევე პლაკატები წარწერებით „ირანული მთავარ შანდალი“, „მთავარსარდალო ჯარი გვყავს! ბოდიში მოიხადე სა-ჯაროდ“.
„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით ისინი სალომე ზურაბიშვილისგან ჯარისა და საზოგადოების წინაშე საჯარო ბოდიშს ელოდებიან.
“ერთი დიდი სახელმწიფოებრივი პრობლემა ის გვაქვს, რომ ანტისახელმწიფოებრივი, სამარცხვინო პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გვყავს, რომელმაც აკადრა ამ ქვეყანას, აკადრა არმიას, რომ თუმე არ გვყავს და ყველაზე გულისამრევი რაც იყო - არც გვყავს და არც გვეყოლებაო. რუსები რასაც გველაპარაკებიან, ეს არის ზუსტად. ეს არის ქართული სახელმწიფოსა და ქართული ინსტიტუტის შეგნებულდ აბუჩად აგდება. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ არმია არის ჩვენი საფიცარი და ეს ქალი გამოდის და ამბობს, რომ ჯარი არ გვყავს. მაშინ რისი მთავარსარდალია, აგვიხსნას”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.