-
2019-12-11 13:36
“სამოქალაქო მოძრაობის“ სამხედრო მიმართულების ხელმძღვანელის პაატა გიგაურის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ავიწყდება თუ რას წარმოადგენს.
მისი თქმით, საქართველოს ჯარიც ყავს, იარაღიც აქვს და როდესაც არსებული მთავრობა ხელისუფლბაში აღარ იქნება გაცილებით ხარისხიანიც იქნება.
"ქალბატონ სალომესგან უცნაური საუბარი არავის უკვირს, მაგრამ დაავიწყდა რომ - ბედის ირონიით, უმაღლესი მთავარსარდალია და ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, როდესაც სამშობლოს დამცველებს ფაქტიურად დასცინა და იარაღი არ გაქვთ და არც გექნებათო განუცხადა. ან რად გინდათ იარაღი, ძვირია, ვერ ვიყიდით რომ „რეგიონი დავიპყროთო“. იარაღად გამოაცხადა „ცოდნა და მეცნიერება“ და დაავიწყდა, რომ განათლებაში კრიზისია და მსოფლიო რეიტინგის ბოლოში ვართ, წაკითხულის გააზრებაც უჭირთ უკვე მოზარდებს! შევახსენებ ქალბატონ პრეზიდენტს: როცა 3 000 000 ლარი გადაიხადა რუსულ ჭაღებსა, ირანულ მამლებსა და ჯამჭურჭელში, იგივე თანხით ახალგაზრდული გასამხედროებული ორგანიზაციის საქართველოს მასშტაბით გაფართოება, ვეტერანების ამ საქმეში ჩართვა და ეროვნული სამხედრო მუზეუმის დაარსება (ადგილის გამოყოფა, შენობის პროექტის შედგენა, "სტაფის" შეკრება და პირველადი არტეფაქტების შეგროვება) შეიძლებოდა! ოფიცრები და ჯარისკაცები პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებენ და არცაა მათი საქმე, მივმართავ ნომინალურად უმაღლეს მთავარსარდალს: ჯარიც გვყავს, იარაღიც აქვთ და მომავალში, როცა თქვენ აღარ იქნებით ხელისუფლებაში, გაცილებით მეტი და ხარისხიანი ექნებათ! ხოლო თუ პრობლემებია ჯარში, პირადად თქვენი და მთავრობის პასუხისმგებლობაა! „სამოქალაქო მოძრაობა“ მოითხოვს ე.წ. პრეზიდენტმა საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ქვეყნის და თავდაცვის ძალების წინაშე!" - განაცხადა პაატა გიგაურმა.