პანკისში მომხდარი მკვლელობა - პირადი კონფლიქტი თუ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული დავა?!

Image

პანკისის ხეობაში სოფელ საქობიენში ერთმანეთს ორი გვარი დაუპირისპირდა.

 

დაჭრილია 4 ადამიანი, ხოლო დაპირისპირების შედეგად ერთი გარდაიცვალა.

არსებობს ვერსია, რომ მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს ძველი პირადი კონფლიქტი აკავშირებს. სხვა ვერსიით კი მათი შეტაკება ჰესის მშენებლობამ გამოიწვია.

ადგილობრივი ლუიზა მუთოშვილის განცხადებით დაპირისპირების მიზეზი პირადი კონფლიქტი არ ყოფილა და მისი ბიძა ჰესის მშენებლობაზე წინააღმდეგობის გამო მოკლეს.

„ერთადერთი რამ მინდა განვმარტო, რომ საზოგადოებამ გაიგოს - ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს პანკისში მომხდარი ფაქტი პირად დავამდე და გარჩევამდე დაიყვანოს, მაგრამ ამას პირად კონფლიქტთან არავითარი საერთო არ აქვს. ეს არის ჰესის მშენებლობის საკითხზე დაწყებული დავა და ის ადამიანები, რომლებიც ლობირებდნენ ჰესის მშენებლობის საკითხს ხეობაში, ვის უკანაც დგას მთავრობა, პოლიცია, მათ მოკლეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჰესის შენებლობას. ღიად ხეობაში ვინც ამ საკითხს ლობირებს, არიან ქავთარაშვილები და ფარეულიძეები. დაპირისპირება დაახლოებით, 1-2 თვის წინაც მოხდა იგივე საკითხთან დაკავშირებით, თუმცა რაღაცნაირად ჩაწყნარდა სიტუაცია. დღეს ყველაზე მძიმე შედეგი დადგა და შეიწირა ადამიანის სიცოცხლე.

ჩვენი მხრიდან დაჭრილია ერთი ადამიანი, ჩემი ბიძაშვილი, ისიც გვარად მუთოშვილი. ახლა უტარდება ოპერაცია და სტაბილურია მისი მდგომარეობა. მეორე მხრიდან არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, ვინ და რამდენი ადამიანია დაჭრილი. დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. დაკავებული ჯერ არავინაა და ეჭვი მეპარება საერთოდ ვინმე დააკავონ იმიტომ, რომ მათ ინტერესებს იცავენ.

ყველას ვთხოვ, ყველა ორგანიზაციას და ინსტიტუციას, რომ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება, რადგან მსხვერპლი კიდევ არ იყოს. ძალიან მძიმეა, მაგრამ მაინც ვიტყვი, ერთი ადამიანის სიცოცხლე იყოს საკმარისი, ამ თემის დასამთავრებლად. ეს არ მოხდებოდა კომპანიას და მთავრობას მთელი 1 წლის განმავლობაში ხალხთან კომუნიკაცია რომ ჰქონოდა. ჩვენ რასაც ვითხოვდით, ერთადერთი ის იყო, რომ ადამიანური ენით ესაუბრათ ჩვენთან და არა მასხრად აგდების ენით, რაც, რა თქმა უნდა, არ დააკმაყოფილეს და დღემდე იგივეს აგრძელებენ. „ -აცხადებს ლუიზა მუთოშვილი

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

ზახაროვა ქართველ ჟურნალისტებს რუსეთის დელეგაციასზე თავდასხმაში ადანაშაულებს

2020-02-25 18:07
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა სერგეი ლავროვსა და ქართველი ...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა

2020-02-25 17:33
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 თებერვლისთვის ერთი...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინეს

2020-02-25 17:09
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ირაჯ ხარირჩის კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ...

სამტრედიასთან ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

2020-02-25 16:48
სამტრედიასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რჩეული ვიდეოები

ქალი საოცარი ხმით, რომელიც ინტერნეტ ვარსკვლავი ერთ დღეში გახდა(ვიდეო)

2020-02-23 17:27
შარლოტ ავბერი-ქალი საოცარი ხმით, რომელიც ინტერნეტვარსკვლავი ერთ დღეში გახდა.

პატარა ბიჭს, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, სკოლაში ემოციური დახვედრა მოუწყვეს - ვიდეო

2020-02-21 16:05
პატარა ბიჭს, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, სკოლაში ემოციური დახვედრა მოუწყვეს 

"მაკოცე, მაკოცე..." - გიორგი გახარაიამ ბავშვს კოცნა სთხოვა - ვიდეო

2020-02-21 14:51
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში პოლიციელების დააჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ ბავშვს...

82 წლის იუბილარი ადრიანო ჩელენტანოს ცეკვა(ვიდეო)

2020-02-19 16:36
82 წლის იუბილარი ადრიანო ჩელენტანოს ცეკვა(ვიდეო)

გამოკითხვა

2018 წელს ხელისუფლების საქმიანობას შევაფასებდი:

დადებითად - 33.3%
უარყოფითად - 50%
საშუალოდ - 16.7%
ხმების რაოდნობა: 6
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.0291
0.0079
100
RUB
 - 
4.2607
0.0380
1
USD
 - 
2.7946
0.0133

გუშინ:

ჰიტები:3165 უნიკალური:2231

მიმდინარე:

ჰიტები:79 უნიკალური:74