ლევან კობერიძე "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" თანამშრომლობაში ადანაშაულებს

Image

„პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მართავთ ქვეყანას იმ გადაწყვეტილებით, რომლებიც მიიღეთ“ - მიმართა „ქართული ოცნების“ წევრებს ლევან კობერიძემ

 

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

“თქვენ მორალური უფლება მიეცით ისეთ ადამიანებსაც კი, რომლებსაც ამის მორალური უფლება არანაირად არ გააჩნდათ, რომ თავისი მმართველობის მერე გამოსულიყვნენ და საზოგადოება დამოძღვრონ. შეიძლება თქვენ ეს გსიამოვნებთ, მაგრამ საზოგადოებას ნამდვილად არ სიამოვნებს. დღეს თქვენი და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დღის წესრიგი არის ქვეყნის ერთობლივად მართვა. ეს არის თვალნათელი იმიტომ, რომ თქვენ გაწყობთ ორპოლუსიანობა. ორპოლუსიანობა აწყობს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ - იმ ოპ პარტიას, რომელსაც, როგორც ჩანს, არაცნობიერი შეთანხმება აქვს ერთმანეთთან, რომ ასე მართონ ქვეყანა. ორივე ერთმანეთს კარგად გრძნობთ, თქვენ მისცემთ რაღაც საბაბს, მერე ისინი გამოვლენ, იტყვიან, რომ ხალხის სახელით საუბრობენ, მერე თქვენ ამბობთ, რომ ამას გმობთ და ამ თქვენს კინკლაობას უნდა უყუროს იმ ხალხმა, ვინც ქუჩაში არ გამოდის? რომელსაც არც „ქართული ოცნება“ აღარ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“? იმიტომ, რომ ორივე ძალას დღეს ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული, ნდობა აქვს დაკარგული. „ნაციონალურ მოძრაობას“ გასაგებია, რასაც აკეთებდა და იმიტომაც მოიშორა ქართველმა ხალხმა, ახლა თქვენ ადგახართ მაგ გზას. ეს არის უბედურება.

როგორ უნდა იყოს ქვეყანაში სიმშვიდე, როცა თქვენ თვითონ თქვენი არასწორი ნაბიჯებით აკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ქვეყანაში დესტრუქცია მოხდეს? მერე მერაბიშვილი გამოვა თებერვალში, მერე სააკაშვილი მარტი-აპრილში მოადგება საზღვარს და მერე რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროთ თქვენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მოსახლეობას დაუტოვოთ არჩევანი, რომ თქვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გააკეთოს არჩევანი? ასე იქნება და ეს მოგწონთ თქვენ, ეს არის თქვენი უბედურება და უპასუხისმგებლობა, მაგრამ ამას ვერ მიიღებთ, იმიტომ რომ ეს ხალხის გონებაში არ არის. თქვენ ასე გაწყობთ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არაა. იმ ნაბიჯით, რაც თქვენ გადადგით, საზოგადოება კი არა, საკუთარი თავი მოატყუეთ“ - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !