კანარის კუნძულებზე ტყის ხანძრის კერა იზრდება. ამის გამო ქალაქ გრან-კანარიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს,
- ამის შესახებ Reuters წერს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძრის არეალის გაფართოების საფრთხე დიდია. ტყის ხანძარი პირველად ქალაქ ვალესეკოში გაჩნდა და ეს ტერიტორია მაშინვე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობის ზონად. ქალაქიდან 200 - მდე მცხოვრები გაიყვანეს.
კანარის კუნძულებზე ხანძარს 7 ვერტმფრენი აქრობს.