ჰოლივუდის ფილმის გადაღებების გამო, დღეიდან 27 აგვისტომდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე, იონა ვაკელის ქუჩიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ მოძრაობა იკრძალება

Image

შსს-ს ცნობით, ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან იზღუდება.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

პირველ ეტაპზე, 18 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა აიკრძალება იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე, ანუ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან მეტროსადგურ „დელისამდე“.

შესაბამისად, მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი:

– ნუცუბიძის ქუჩაზე, ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში;
– თავაძის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით;

ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა იმოქმედებს 24-საათიან რეჟიმში, ხოლო ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის“, – აცხადებენ შსს-ში.

ამასთან, დროებითი ცვლილებებიდან გამომდინარე, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მუნიციპალური ავტობუსები N21, N24, N34, N47, N49, N51, N54, N66, N87, N88 და N150 ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „დელისთან“ იონა ვაკელის, ნუცუბიძისა და თავაძის ქუჩების გავლით მოხვდება. ამის შსახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მიკროავტობუსები და ავტობუსები N63 და N99 მეტროსადგურ „დელისიდან“ ნუცუბიძის ქუჩას ვაჟა-ფშაველას გამზირისა და მარიჯანის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან, ხოლო ნუცუბიძის ქუჩიდან ბუდაპეშტის ქუჩაზე მისასვლელად, როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, ავტობუსები N6 და N89 იმოძრავებენ თავაძის ქუჩის, ყაზბეგის გამზირისა და იონა ვაკელის ქუჩის გავლით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ცინცაძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით კარტოზიას ქუჩის გავლით მოძრაობდა, ვაჟა-ფშაველას გამზირს ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდება, ხოლო ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან კერძო ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბუდაპეშტისა და ჭილაძის ქუჩების გავლით მოხვდება.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !