-
2019-08-18 10:30
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასულები.
გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი „იმედის“ ეთერში გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
„ეს წუთია, მაცნობეს ეს ინფორმაცია, მყისიერად გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ყველა რესურსი ამოქმედდება იმისთვის, რომ ინფორმაცია დაზუსტდეს და თუ მსგავს შემთხვევას აქვს ადგილი, მოხდეს სათანადო რეაგირება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
Imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ.