
ჯეიმს აპატურაი თბილისში შეხვედრებს მართავს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში უკვე შევხდა პარლამეტი თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. საუბარი შეეხო ნატოში ინტეგრაციას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. აპატურაის განცხადებით, ნატო შეშფოთებულია კონფლიქტის ზონებთან უკანონო გამყოფი კონსტრუქციების გადმოწევით. „ნატო-ს იგივე პოზიცა აქვს რაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ შეშფოთებული ვართ უკანონო გამყოფი კონსტრუქციებით, რაც არსებული შეთანხმების დარღვევაა და ხელს უშლის მოსახლებას გადაადგილებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ნეგატიურად ვაფასებთ”, -განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი თბილისში დილით ჩამოფრინიდა. როგორც აპატურაიმ თბილისის საერთშორისო აეროპორტში განაცხადა, საქართველოში ორი მიზეზის გამო იმყოფება.
" საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც ყოველთვის აქვს ნატო-ს ძალიან მაღალი მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მთავრობაა ხელისუფლებაში.ასე რომ, კარგი შესაძლებლობაა ვისაუბრო ალიანსზე. მეორე მიზეზი, რის გამოც აქ ვარ, არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მომზადება, რომელიც დაახლოებით 3 კვირაში შედგება", - განაცხადა აპატურაიმ.
მისი თქმით, ამ ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება ყველას, ვინც ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან გამართავს შეხვედრას. ესენია: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
"ერთ-ერთი უმთავრესი, რასაც აქ ყოფნის პერიოდში გავაკეთებ, არის ის, რომ მადლობა გადავუხდი ქართველ ხალხს ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის. ეს რთული პერიოდია, ახლახან დაიღუპა სამი ჯარისაკაცი და ბევრი დაშავდა. მე კიდევ ერთხელ, ნატო-ს სახელით მწუხარებას გამოვხატავ", - განაცხადა აპატურაიმ.