-
2019-08-09 10:23
საქართველომ და დასავლეთმა აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს - ნათქვამია რუსეთის
საგარეო უწყების განცხადებაში.
”იმის მაგივრად, რომ გამოეჩინათ ძალისხმევა წარსულის ტვირთის გადასალახად და ხელი შეეწყოთ საქართველოს,
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას, ოფიციალური თბილისი და
მისი დასავლელი პარტნიორები ახორციელებენ ანტირუსულ ისტერიას, რეგიონის იარაღით ავსებას და საქართველოს
ნატო-სკენ უცერემონიოდ გაქაჩვას. ეს ყველაფერი ჩიხს ქმნის და ხელს არ უწყობს რეგიონში მშვიდობის,
სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარებას,“ – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს
პრესისა და ინფორმაციის დეპარტმენტის განცხადებაში.
მათი თქმით, რუსეთი ყველა ძალას მიმართავს იმისათვის, რომ საქართველოსთან დიალოგი შედგეს:
”ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ამ პროცესში პირველი ნაბიჯი უნდა იყოს შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის
შესახებ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მხარეს და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ რეგიონში დამყარებული
ახალი გეოპოლიტიკური რეალობა აღიარონ,“ – ნათქვამია განცხადებაში.