ზალცბურგის ფესტივალზე ქართველი მეცო სოპრანოს ნამღერმა მთელი მსოფლიო კვლავ აალაპარაკა.
გერმანული გამოცემა Tiroler Tageszeitung წერს, რომ მომღერლის ყოვლისმომცველი მაღალი ნოტებით ზალცბურგის ფესტშპილჰაუსის დარბაზში ერთგვარ ღვარცოფად შემოიჭრა.
“აღმაფრთოვანებელი იყო ქართველი მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი პრინცესა დე ბუიონის როლში. მისი ხმა მიწიერი, მსუყე დაბალი და გამაოგნებელი, ყოვლისმომცველი მაღალი ნოტებით ზალცბურგის ფესტშპილჰაუსის დარბაზში ერთგვარ ღვარცოფად შემოიჭრა. რაჭველიშვილი არის განმაცვიფრებელი პროექციით შემკული ბომბა ხმა."
შეგახსენებთ, რომ ქართველმა საოპერო მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა რამდენიმე წლის წინ Bachtrack Opera Awards-ზე წლის საუკეთესო ქალი მომღერლის კატეგორიაში გაიმარჯვა. მან ეს ტიტული 2016 წლის ოქტომბერში, პრიზის ოპერაში, "სამსონი და დალილას" ოპერიდან დალილას პარტიის შესრულებისთვის მიიღო.
მარიამ ნებიერიძე