-
2014-02-27 18:42
ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გამოცხადებულ განაჩენს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აფასებენ და გადაწყვეტილების სამართლიანობაში ეჭვი არ შეაქვთ.
“სასამართლომ, რომელიც არის ,,ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებული, მიუსაჯა მას 26 მაისთან დაკავშირებით ექვსი წელი და ჩვენს მიერ შეტანილი ცვლილების გამო 4 წლამდე და ექვს თვემდე ჩამოაგდო. ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვცემთ პატივს,“- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული ხანგრძლივი პროცესების შემდეგ და მოსამართლემ მიიღო დამოუკიდებელი და სამართლიანი გადაწყვეტილება.
“გაცილებით მკაცრი იქნებოდა სასჯელი, რომ არ გაგვეუქმებინა მათ მიერ დამტკიცებული შეკრებითობის პრინციპი. ეს არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის, დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი,“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.