
საპატრიარქო მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების სამების საკათედრო ტაძარში დასვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში კიდევ რამდენიმე კვირის მანძილზე დარჩება:
"ვითვალისწინებთ რა ხალხის უდიდეს სურვილს მამა გაბრიელის ნეშტთან მიახლებისა და კიდევ იმ მდგომარეობას, რომ მრევლი რამდენიმე საათის რიგში დგომის შემდეგაც ვერ ახერხებს ეკლესიაში შესვლას, საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, ღირსი მამა გაბრიელ სალოსი (ურგებაძე) კიდევ რამდენიმე კვირით დატოვოს დასვენებული სამების საკათედრო ტაძარში, რათა ხალხს თავისუფლად მისვლის შესაძლებობა ჰქონდეს", - ნათვქამია საპატრიარქოს განცხადებაში.