-
2014-02-27 17:23
საქართველოს ყოფილი პრემირმინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი მისი დაცვისქვეშმყოფისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშრიებით კომენტარს აკეთებს.
უფლებადამცველის განცხადებით, მერაბიშვილი უკანონოდ იქნა დამნაშავედ ცნობილი:
"არ ვეთანხმებით აღნიშნულ განაჩენს, მიუხედავად იმისა, რომ პატივისა და ღირსების ნაწილში გამართლდა. გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებთ, ეს ფორმალურად გვჭირდება, რომ სტრასბურგში გავაგრძელოთ ბრძოლა და მივიღოთ ის შედეგი, რაზეც ორიენტირებული ვართ. მერაბიშვილი უკანონოდ იქნა დამნაშავედ ცნობილი - არ არსებობს ფაქტობრივი გარემოებები, არ არსებობს მტკიცებულებები. სამწუხაროდ, სასამართლომ ვერ გაუძლო ზეწოლას", - განაცხადა ჩივიაშვილმა.