თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება მერაბიშვილის განაჩენთან დაკავშირებით

Image

თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრისა და შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 

"2014 წლის 27 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დაშლისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე, ბრალდებულ ივანე მერაბიშვილის მიმართ. 


ივანე მერაბიშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. 


წარდგენილი ბრალდების თანახმად, ივანე მერაბიშვილმა, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გასცა უკანონო ბრძანება 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მიტინგის ვადის გასვლის შემდეგ, მომიტინგეთა მასობრივი დაკავებისა და ამ მიზნით რუსთაველის გამზირიდან გასასვლელი ქუჩების წინასწარ ჩაკეტვის შესახებ; ასევე, ძალის გამოყენების გაფრთხილების შემდეგ, მომიტინგეთათვის საჭირო დროის მიცემის გარეშე, მიტინგის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მონაწილეთა დაშლის თაობაზე. მიუხედავად ობიექტური საჭიროების არარსებობისა, ივანე მერაბიშვილის მითითებით, მიტინგის მონაწილეთა მიმართ "პოლიციის შესახებ" კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ გამოყენებული იქნა სხვადასხვა სპეციალური საშუალებები: წყალსატყორცნი, ცრემსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების სპეციალური აკუსტიკური მოწყობილობა, რეზინის ტყვიები და ხელკეტები. ამასთან რუსთაველის გამზირიდან გასასვლელი ქუჩების ჩაკეტვის გამო, მომიტინგეებს შეგნებულად არ მიეცათ ტერიტორიის დატოვების საშუალება. 


საქმის არსებითი განხილვისას ივანე მერაბიშვილმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ აქციის დაშლა განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიღებული და აპრობირებული მეთოდით. 


მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 22 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 74 და დაცვის 9 მოწმე, გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები. 


თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო უდანაშაულოდ იქნა ცნობილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში; ივანე მერაბიშვილს სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით 4(ოთხი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, მასვე 1(ერთი) წლის 1(ერთი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.


განაჩენი ივანე მერაბიშვილის მიმართ შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში", – ნათქვამია განცხადებაში. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !