
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინიტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო, წაყენებული ბრალის ერთ ნაწილში კი გაამართლა:
"სასამართლომ დაადგინა ივანე მერაბიშვილი სსს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს. ივანე მერაბიშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნტქით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით", - განაცხადა მოსამართლემ.
2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მერაბიშვილს სასჯელი ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ, 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.